ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა - დიმიტრი პესკოვი

17 მაისი 2022, 13:59 704 ნახვა

დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვცხოვრობთ „იდეალური შტორმის“ პირობებში, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ინტერესები და უზრუნველყოს, რომ ყველამ იცხოვროს უკეთესად, უფრო კომფორტულად, სტაბილურად და დაცულად. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ და ყველა მიზანს მივაღწევთ. ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი