სიახლეები მასწავლებლების მომზადების პროგრამაში

16 მაისი 2022, 15:49 1062 ნახვა

ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. საქმე ეხება მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხს.  ბაკალავრიატის სტუდენტებს, თუკი ისინი სწავლის პერიოდში მასწავლებლის მომზადების პროგრამას აირჩევენ, ბაკალავრის დიპლომთან ერთად  მასწავლებლად მუშაობის უფლებას მიიღებენ. ამ ეტაპზე , უნივერსიტეტებში მხოლოდ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა მოქმედებს, სადაც კურსდამთავრებულები სწავლობენ. ცვლილების ინიციატორებს შორის არიან უმაღლესი სასწავლებლები.  აქ ამბობენ, რომ ინტეგრირებული პროგრამა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და მისმა გაუქმებამ კადრების დეფიციტის პრობლემაზე უფრო გაამწვავა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი