ვგმობთ პუტინის აგრესიას - უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი

15 მაისი 2022, 14:06 1017 ნახვა

რუსეთის აგრესიას გმობს უნგრეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი. ინაუგურაციაზე, კატალინა ნოვაკმა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი ღიად დაუჭირა. აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში ასევე მიმდინარეობდა მშვიდობიანი უნგრელების წინააღმდეგ. ბუდაპეშტი ომის დანაშაულების გამოძიებას და დასჯას მოითხოვს.

"ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ სამუდამოდ ვამბობთ უარს ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ.

ომი უკრაინაში ასევე მიმდინარეობდა მშვიდობიანი უნგრელების წინააღმდეგ. ბუდაპეშტი მოითხოვს ომის დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას",- განაცხადა კატალინა ნოვაკმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი