ამერიკელი სენატორების ვიზიტი დასრულდა. დელეგაცია ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. განხილული იქნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის გაღრმავების, რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ჯონ მეკეინმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში კიდევ ერთხელ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ნაწილის ანექსია არალეგალურად მოახდინა.