საქართველოს ხელისუფლების მოსაწონი პირველი განცხადება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა გააკეთა. ''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სწორი შეფასება, რადგან ხელისუფლება ნამდვილად არ გამოიყურება ისე, რომ გააჩაღოს ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან.
ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებები. ამბობენ, რომ საქართველოში არავის უნდა ცხინვალის რეგიონის ომით დაბრუნება და ძალადობრივი მეთოდი გამორიცხულია.
ოპონენტები სამშვიდობო სტრატეგიის არარსებობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი გამუდმებულ ზეწოლაში უნდა ჰყავდეს და საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ითხოვდეს სამშვიდობო ძალების სასწრაფო გაყვანას.