აჭარის მუზეუმის გალერეა საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს - ექსპოზიცია ფოტოგრაფ ზაალ შენგელიას საიუბილეო თარიღს უკავშირდება, რომელზეც წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ცნობილი ბათუმელების პორტრეტები, რომლებიც ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან ქალაქის ისტორიას.
ზაალ შენგელიას 75 წელი შეუსრულდა და 50 წელია რაც ფოტოგრაფია. მსურველებს პორტრეტების ნახვა 17 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.