გონიო-კვარიათში სტადიონი და სკვერი შენდება

12 მაისი 2022, 19:40 829 ნახვა

გონიო-კვარიათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა ბათუმის მერმა. აფსაროსის მეორე შესახვევში ახალი სტადიონი და სკვერი ეწყობა. უკვე მოეწყო სტადიონი, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საპარკე სკამები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხალიჩისა და კაუჩუკის საფარის დაგება. პროექტის ღირებულება 176 ათას ლარს აღემატება. დასრულების ეტაპზეა იოანე მესხის ქუჩის #1-ში სკვერის მშენებლობის სამუშაოები. უკვე მოეწყო ატრაქციონები, გარეგანათების სისტემა და განთავსდა საპარკე სკამები. სამუშაოების ღირებულება 166 ათას ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ იოანე მესხის ქუჩის #1-ის მიმდებარედ ახალი სტადიონი გასულ წელს აშენდა. წელს ბათუმში 15-მდე სკვერის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაცია და ვიდეო მასალა პრესსამსახურმა მოგვაწოდა

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში