ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი შეიძლება არსებობდეს უფრო ფართო ინტერესი, რომ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს - კობახიძე

11 მაისი 2022, 14:46 858 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურთ, რაც ქვეყნისთვის საბედისწერო იქნება.

''უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მუდმივი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას, მათ შორის უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ დღეს რუსული ჯარი დაკავებულია მხოლოდ უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მკვლელობით და კარგი იქნება, თუ ახალი საქმე გამოუჩნდება სხვა ქვეყანაში, იგულისხმა საქართველო.

როცა ასეთი განცხადებები კეთდება უკრაინის ხელისუფლებისა და არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან, აქაც არის კოორდინაცია და იქაც, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი იმასთან დაკავშირებით, შეიძლება უფრო ფართო ინტერესი არსებობდეს, რომ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ის ურყევია, ასახულია კონსტიტუციაში, დოკუმენტებში, მათ შორის საპარლამენტო რეზოლუციებში. აქედან გამომდინარე, კურსთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა“,- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი