მიმდინარე წელს აჭარაში 2 ათას 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უფასოდ დამუშავდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავება.
უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰექტარი მიწის ფართობი, 5-ვე მუნიციპალიტეტში 26 ტექნიკა მუშაობს.
ფერმერმა პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს.