მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით პროექტები დაამტკიცა

10 მაისი 2022, 12:56 1148 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ''განახლებადი ენერგიების  ხელშეწყობის მიზნით'' რამდენიმე პროექტი განიხილეს.

რომეო მიქაუტაძის განმარტებით, საუბარია 200 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

''მოწონებული იქნა რამდენიმე პროექტი, მათ შორის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების  პროექტები. ჯამურად 150 მეგავატი სიმძლავრე. რამდენიმე ლოკაციაა, ერთ ერთი გორის მიდამო, ქსანი და ასპინძა. 

საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონია, როგორცა დგილობრივი ასევე უცხოური ინვესტიცია გახლავთ. აღნიშნული სიმძლავრეები შეემატება ჩვენს ენერგო სისტემას და შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში