სააკაშვილის სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე

10 მაისი 2022, 10:30 683 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი  მისივე  სასამართლო პროცესს ვერ  ესწრება.  პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სასამართლოში გამოიკითხებიან ექსპერტები, რომლებმაც უნდა დაასაბუთონ, რომ აუცილებელია მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა პენიტენციურ დაწესებულებაში.  

ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს. 

სავარაუდოდ დღევანდელ პროცესს ექსპრეზიდენტი ვერ დაესწრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში