მარიხუანას დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

01 იანვარი 2017, 00:00 1766 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს. „გირჩმა“ ხელისუფლებას თვენახევრის წინ მიმართვა და სთხოვა, რომ ახალ წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეეცვალა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი