2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი თითქმის 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა, - ამ ინფორმაციას The Guardians -ი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა ძირითადად ომის გამო დატოვეს და მათი უმეტესობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩავიდა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებზე.სომხეთში 2022 წლის დასაწყისში 44 586 რუსი ჩავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.ესტონეთში 125 426 რუსი ჩავიდა, ლატვიაში - 25 568, ლიეტუვაში კი- 48 197.