მორიგი დაკავებული და ჩამორთმეული რუსული იახტა - გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად, შეფასებული იახტა "შაჰერეზადა" დააკავა, რომელიც შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდეს. გამოცემის ცნობით, იახტა "მარინა-დი-კარარას" პორტში დააკავეს.
მათი განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ "იახტას ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირები" რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებთან.რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, "შაჰერეზადას" ეკიპაჟის ყველა წევრი რუსეთის მოქალაქეა და ისინი დასაქმებულები არიან "დაცვის ფედერალურ სამსახურში", რომელიც პუტინის პირად დაცვაზეა პასუხისმგებელი.