ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ცესკო ცნობს.
რაც ნიშნავს, რომ ქვორუმისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ,,გიორგი გახარია-საქართველოსთვის'' და "ლელო საქართველოსთვის" პარტიის დეპუტატების დასწრება საჭირო აღარ იქნება.
არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ინიციატივაზე უკვე მუშაობს.