საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა - საგარეო საქმეთა მინისტრი

06 მაისი 2022, 12:50 987 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემენ.

ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე დოკუმენტი მომზადებას მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს.

''საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.

როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო.

რამდენიმე დღეში დოკუმენტის ტექნიკურ ნაწილს დავასრულებთ და 10 მაისს გადავცემთ. 

შემდგომი პროცედურა რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში