საქართველოში ამერიკელი სენატორების, მათ შორის ჯონ მაკკეინის ვიზიტი დაიწყო. როგორც სენატორებმა აღნიშნეს, ვიზიტის მთავრი თემა რუსული აგრესია და ოკუპაციაა. სენატორები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. ისინი ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან. ამერიკელი სენატორები საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ. ვიზიტი ორდღიანია.