სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ნაწილს სხვა საცხოვრებლის მოძებნა მოსთხოვეს

05 მაისი 2022, 12:02 1423 ნახვა

უკრაინის მოქალაქეების ნაწილს ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრის“ დატოვება მოსთოხვეს. ადმინისტრაციამ ლტოლვილებს რამდენიმე დღიანი ვადა მისცა ალტერნატიული საცხოვრებლის მოსაძებნად.

სასტუმროში დროებით მცხოვრები  მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ სასტუმროდან არ გაუგდიათ, თუმცა განუმარტეს რომ დაფინანსება არ არის და მათი შენახვის ხარჯები აღარ აქვთ. სასტუმროს ადმინისტრაცია ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს, არც კონტაქტზე გამოდის.

ჩვენ დავუკავშირდით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს რომ საკითხზე მუშაობენ და განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი