ქუთაისში მედიკოსების ნაწილმა აქცია გამართა, ისინი მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობას მოითხოვენ

04 მაისი 2022, 21:59 958 ნახვა

ქუთაისში მედიკოსების ნაწილმა  აქცია გამართა. ექიმები მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობას მოითხოვენ.

მედიკოსები ყოფილ პრეზიდენტთან დამოუკიდებელ ექსპერტთა და ექიმთა ჯგუფის შესვლასაც უჭერენ მხარს. მიაჩნიათ, რომ ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობას ადეკვატურად შეაფასებენ.

"ყოველდღიურად ვეცნობით სავალალო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. დღეს ექიმების დუმილი დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ მხოლოდ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, სხვა ალტერნატიულ ექიმთა ჯგუფის დასკვნა არ გვაქვს. გვაქვს უფლება ვიცოდეთ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მიერ იქნება ჩატარებული. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში, ადამიანი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენდა, ასეთ მდგომარეობაშია. 21 -ე საუკუნეში ადამიანი, მითუმეტეს პრეზიდენტი, ასე ველურად არ უნდა მოკვდეს," - აცხადებს ექიმი ნატალია ბაბუხარდია.

აქციაზე მყოფი ექიმები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო დახმარების მიღება ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში