ჰელსინკის კომისია ლავროვის განცხადებებს გმობს

04 მაისი 2022, 10:53 915 ნახვა

სერგეი ლავროვის განცხადებებს ჰელსინკის კომისია გმობს. კომისიის თანათავმჯდომარის სტივ კოენის მიერ გავრცელებულ ტექსტში, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამართლებას ანტისემიტური გამოსვლებით ცდილობს.

"პრეზიდენტ ზელენსკის ჰიტლერთან შედარება შოკისმომგვრელი უნდა იყოს. სამწუხაროდ, უზნეობის ეს დონე შეესაბამება პუტინის მთავრობის დასაგმობ, ამაზრზენ და რეპტილიურ ქმედებას. ასეთი კომენტარები აღარ არის გასაკვირი, როცა ჩვენ ვხედავთ პუტინის სისხლიან მცდელობას, გაანადგუროს უკრაინელი ხალხი,"- წერია განცხადებაში.

ჰელსინიკის კომისიამ რამდენიმე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდა მიიღოს უკრაინის პარლამენტის დეკლარაცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი