ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მდინარეობს. მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტემა მშობლებს, თემით დაინტერესებულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს, დამხმარე ტექნოლოგიები და საშუალებები გააცნო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს კომუნიკაციის საშუალებების, კომპიუტერის მართვის მოწყობილობების, სვიჩების და სამონტაჟო სისტემების შესახებ. საინფორმაციო შეხვერა „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. პროექტის მიზანი რეგიონში გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის შესაბამისად ინოვაციური საშუალებებით ცნობიერების ამაღლებაა.