საქართველოში ევროკავშირის ელჩი ელოდება, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს დასკვნას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.
კარლ ჰარცელი დარწმუნებულია, რომ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც გასცემს საქართველო პასუხს. მისი თქმით, კარგია, რომ პროცესი დათქმულ ვადებში მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესში მთავარი არა სიჩქარე, არამედ ხარისხია.
გამოაქვეყნებს თუ არა ევროკავშირის კითხვარსა და პასუხებს ხელისუფლება?
დიპლომატის აზრით, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.