25 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 908 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

03 მაისი 2022, 11:56 1023 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 25 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 908 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შვიდი დღის განმავლობაში გარდაიცვალა 11 პაციენტი. 

აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 289 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 108 631 კვლევა ტესტით, მათ შორის 97 081 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 550 PCR ტესტით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.84%-ია. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა კვირაში ერთხელ - მხოლოდ სამშაბათს გამოქვეყნდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი