აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი

03 მაისი 2022, 11:48 956 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით კი 1.8 პროცენტით არის გაზრდილი.

გაძვირებულია ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქტი. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 21%-ით არის ფასები მომატებული, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. 

განსაკუთრებით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული - 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი  28%-ით. ზეთსა და შაქარზე დაახლოებით 20%ით მოიმატა ფასმა.

საქსტატის მონაცემებით, ფასები 22.4 პროცენტით  გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფშიც, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ეკონომისტთა ნაწილის აზრით, სურსათზე ფასების მატება ისევ მოსალოდნელია, ინფლაციის მაღალ ნიშნულს კი მთავრობის ეკონომიურ პოლიტიკას უკავშირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საწვავზე ფასების დარეგულირება პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრიდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი