„აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში ჩარჩენილია 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე

03 მაისი 2022, 10:33 980 ნახვა

მარიუპოლში კი მეტალურგიული ქარხნის „აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში ჩარჩენილია 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინელ მებრძოლებს ესმით ხალხის ხმა, თუმცა ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ვერ ახერხებენ, რადგან ნანგრევების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა საჭირო - ამბობს  ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე.

რაც შეეხება ევაკუაციის პროცესს, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ამ დილით ისევ უნდა განახლდეს. 

მარიუპოლის საქალაქო  საბჭოს ცნობით, ევაკუაცია  გაერო-სა და წითელი ჯვრის მხარდაჭერით დაიწყება.   ამასთან რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები ხელისუფლებასა და უკრაინის საერთაშორისი პარტნიორებს მიმართავენ და მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ -  ამის შესახებ მათ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა სიტუაციამ მეტალურგიულ კომბინატში კატასტროფული ხასიათი შეიძინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი