7 ნოემბრის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის გარეშე განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით არ ესწრება.
სასამართლო ერთი საათის წინ დაიწყო, სწორედ დღეს, საღამოს 6 საათზე იწურება ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმიც.
ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში მისი ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს სასამართლოსთან.