ეკონომიკა იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

02 მაისი 2022, 11:32 1084 ნახვა

საქართველოს პრემიერი მინისტრის განცხადებით, ეკონომიკა იზრდება და პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

“ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს. უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა. თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე  რეალური ზრდა 10.6%. რაც ჯამში 14,4% გამოვიდა, ეს ძალიან სასიხარულოა. 

მინდა ძალიან მოკლედ ვუთხრა მოსახლეობას, რომ იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე, რომ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“- განაცხადა პრემიერი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით,  ეკონომიკაზე ჯერჯერობით პირველ კვარტალში არ არის ასახული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული რისკები, რომელიც ჩვენს რეგიონში ფიქსირდება, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთან ფიქსირდება.

"შესაბამისად, ეს ზრდა, რომელიც მოცემულია, პირველი კვარტლის ზრდა არის გარკვეულწილად იმ ზრდის და იმ ტემპის გაგრძელება, რომელიც გვქონდა საკმაოდ სწრაფი აღდგენის პერიოდი გასულ წელს. შეგახსენებთ, 10.4%-ით გაიზარდა გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა და ეს 2.9%-ით უფრო მაღალია ვიდრე 2019 წელს, ანუ სრულად მოხდა 2020 წლის ეკონომიკური კრიზისიდან ვარდნის კომპენსირება და 2021 წელს უკვე 2.9-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა. სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ასევე მოხდა პროგნოზების გადახედვა და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალია გაურკვევლობა ყველა მიმართულებით, შესაბამისად ჩვენ არ ვჩქარობთ პროგნოზების ცვლილებას, დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მეორე კვარტლის მიმდინარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია განვაახლოთ ჩვენი პროგნოზები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი