საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

02 მაისი 2022, 10:49 804 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 223, „პისიარ“ ტესტით – 1 415.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 1,1%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,84%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 2, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 221 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 293 გამოჯანმრთელდა, 16 811 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 587 აცრა, დღიურად აცრილია 38.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი