დაკავება კუპიურების დაკავების ფაქტზე

12 მაისი 2016, 00:00 4108 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20 ლარიან კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 76 ერთეული 20 ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი