პოლიციამ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინა.ს ამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო მეორეს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            