აღკვეთი ღონისძიება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულისთვის

30 აპრილი 2022, 11:52 1296 ნახვა

გიორგი ბეროზაშვილის მიმართ, რომელმაც მძინარე მშობლები ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში მას 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში