რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

29 აპრილი 2022, 10:58 524 ნახვა

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“. 

რეკრუტებმა  საწყისი საბრძოლო მომზადება  სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ათი კვირის განმავლობაში გაიარეს.

დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში