ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობა

28 აპრილი 2022, 20:04 1427 ნახვა

ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მუშაობაში.  

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს კაირბეკ უკსენბაევს და მის დელეგაციას შეხვდა.

მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინვესტიციების,  ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით.

აღინიშნა, რომ მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123 პროცენტით, ხოლო ექსპორტი  - 150 პროცენტით გაიზარდა.

ამის მიუხედავად, მინისტრებმა განაცხადეს, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და მას აუცილებლად შემდგომი განვითარება ესაჭიროება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი