მედია და მედიის როლი საზოგადოებაში - კავკასიის ბიზნეს სკოლის მოსწავლეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას გაეცნენ.
მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად დაათვალიერეს სტუდიები და სამონტაჟო სივრცეები.
მოსწავლეების ნაწილს სურს არხზე მეტი ახალგაზრდებისთვის საინტერესო გადაცემები იყოს.
სამოქალაქო განათლების პედაგოგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა პრაქტიკაში ნახონ ის, რასაც თეორიულად სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგნის სამოქალაქო განათლების ფარგლებში მედიის საკითხებსაც გადიან.