აჭარის მთავრობის სხდომა

28 აპრილი 2022, 15:04 1418 ნახვა

ტურიზმის სექტორი ტურისტული სეზონისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადოს. მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შემდეგი სამი კვირის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა, იმისთვის, რომ ტურისტებს მაქსიმალურად მომზადებული ინფრასტრუქტურა დახვდეთ. 

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც, რომლის თანახმადაც 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული კომპანიები და ოპერატორები. 

მისი თქმით, ბათუმსა და რეგიონებში პრობლემად რჩება გზის საფარის მდგომარეობა. მანვე ეკონომიკის მინისტრს უახლოეს კვირებში ახალი თანამედროვე ლაბორატორიის მშენებლობა დაავალა, რომლის საფუძველზეც როგორც შესრულების ნაწილი ასევე გზის საფარის ხარისხი მაქსიმალურად გაკონტროლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი