საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

28 აპრილი 2022, 10:43 1812 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.02%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 446. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი