რუსეთი შეტევას აგრძელებს - უკრაინა მაინც დგას

27 აპრილი 2022, 19:41 808 ნახვა

ომის 63-ე დღეს უკრაინის რამდენიმე ოლქში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მძიმე ვითარებაა ხარკოვში, სადაც იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. იერიშების შედეგად დაიღუპა 3 ,დაშავდა 15 ადამიანი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. დილით რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო და საგზაო ხიდზე სარაკეტო  იერიშები მიიტანეს.  კვლავ რთულ პირობებში რჩებიან მოქალაქეები მარიუპოლში. აზოვსტალის ქარხანაში მყოფ ადამიანებს საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ. უკრაინა დანებებას არ აპირებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში