რუსეთში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საელჩოების გახსნა იგეგმება, - ინფორმაციას რუსული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ე.წ. „დიპლომატიური მისიები“, შეიძლება ერთი ან ორი თვის განმავლობაში გაიხსნას.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ სუვერენიტეტის ე.წ. „აღიარების“ შესახებ. მეორე დღეს რუსეთმა ე.წ. „ახალ სახელმწიფოებთან“ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.