რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს

26 აპრილი 2022, 10:28 1795 ნახვა

უკრაინაში ომის მესამე თვე დაიწყო - დილიდან, თითქმის ყველა რეგიონში ისევ განგაშის სიგნალის ხმა ისმის. რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. შენობიდან ჩამოხსნილია უკრაინის სახელმწიფო დროშა. ინფორმაციას თავად ხერსონის მერი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქი მარტის დასაწყისში დაიკავეს, საქალაქო საბჭო უკრაინის კონტროლის ქვეშ განაგრძობდა ფუნქციონირებას. ახლა კი შენობაში რუსი სამხედროები არიან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა სამი თავდასხმა განახორციელეს, თუმცა დეტალების შესახებ ჯერ ცნობილი არ არის. როგორც ''უკრაინფორმი'' იტყობინება, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დიდი რაოდენობით ტექნიკისა და პერსონალის მობილიზება განახორციელეს და ზაპოროჟიეს მიმართულებით წინსვლას ცდილობენ.

კიევში, რუსეთის პროვოკაციული ქმედებების გამო, ორშაბათიდან პარასკევამდე საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს, - ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვების რაოდენობა 217-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი 391-მდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში