ომის 61-ე დღის ქრონიკა

25 აპრილი 2022, 20:02 1104 ნახვა

ორ თვეზე მეტია უკრაინა ოკუპანტისგან იცავს თავს, რომელიც ომის ყველა კანონის დარღვევით ცდილობს დაიმორჩილოს სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ უკრაინული არმია და მოსახლეობა გააფთრებულად იბრძვის გადასარჩენად, გაუტეხელობის თანამედროვე სიმბოლოდ იქცა აზოვის ბატალიონი და ქალაქი მარიუპოლი,სადაც აზოვსტალი კვლავ ქალაქის დამცველების კონტროლქვეშაა და ყოველდღე უძლებენ მასობრივ დაბომბვებს, მაგრამ თავად ამბობენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან და მესამე ქვეყნებისგან დახმარებას ითხოვენ, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ მოხერხდეს ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა მაინც, თუმცა კორიდორებზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რუსეთი კი ცდილობს დონბასისა და ლუგანსკის მთლიან რეგიონებზე კონტროლის დამყარებას.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში