რუსეთმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საკონსულოების დახურვის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ხურავს ლატვიის საკონსულოებს სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, ასევე ესტონეთისა და ლიტვის გენერალურ საკონსულოებს სანქტ-პეტერბურგში.
„რეციპროციულობის პრინციპის საფუძველზე და ასევე ამ ქვეყნების ხელისუფლების მხრიდან კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება სანქტ-პეტერბურგში ლატვიის გენერალური საკონსულოს საქმიანობაზე თანხმობის გაუქმების შესახებ, ასევე ლიეტუვას და ესტონეთის საკონსულოების შესახებ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დახურული დიპლომატიური მისიების ყველა თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
აპრილის დასაწყისში ლატვიამ და ესტონეთმა, უკრაინაში რუსული ძალების შეჭრის გამო, რუსეთის ორი საკონსულოს დახურვის შესახებ ბრძანება გასცეს.