ყინულის ჰოკეი - მარცხი ისლანდიასთან

21 აპრილი 2022, 10:05 904 ნახვა

ყინულის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის მატჩი მასპინძელ ისლანდიასთან გამართა და პირველად წააგო - 2:5.

ისლანდიელები პირველ პერიოდში არნასონის შაიბით დაწინაურდნენ. მეორე პერიოდში არასონმა მეორე შაიბაც გაიტანა, თუმცა იქვე ალექსანდრ კირეევმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ამას სიგურდასონისა დას მიკაელსონის ორი გოლი მოჰყვა.

ბოლო პერიოდში ივან კარელინმა ისლანდიელთა კარი აიღო - 4:2, მაგრამ სიგურდარსონმა ისევ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს თითო მოგება და წაგება აქვს, A ჯგუფში ერთი საუკეთესო ნაკრები გადადის. 22 აპრილს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ეთამაშება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი