სააკაშვილის სასამართლო - პროცესზე ექს-პრეზიდნეტი შეუძლოდ გახდა

20 აპრილი 2022, 14:03 830 ნახვა

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე, მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზში ისევ დაბრუნდა. ის სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება მოითხოვა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს პატივი მიაგო. განაცხადა, რომ ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის და საჭიროა ერთიანობა.

ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ უკრაინელების იმედზე ვერ იქნება და ჩვენ თავად უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი