ჩამონგრეული კორპუსის საქმე - დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა

19 აპრილი 2022, 14:03 935 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის საქმეზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი  ცნობილია.  ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულის და ბინის  მეპატრონის ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის ინფორმაციით, დოკუმენტში,  რომელიც  დამოუკიდებელი ექსპერტების  მიერ არის შემუშავებული, წერია, რომ შენობის ნგრევის გამომწვევი მიზეზი პირველ სართულზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმის დარღვევის გარდა,  მე-6 და მე-7 სართულის დაშენება და გარე ლიფტის პროექტთან მიმართებით არასწორი მონტაჟია. 

რამინ პაპიძის განცხადებით, ბრალდებული ზაურ ბუდაგოვი და მუშები,  საქმის მწარმოებლის მითითებით მოქმედებდნენ. ის მოწმის სახით დაიკითხება სასამართლოზე. მოწმის სახით დაიკითხებიან ასევე  ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ავტორები. საპირისპიროს ამტკიცებს გამოძიება. 

ბრალდების მხარის  მიერ  ჩატარებულ  საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ  26 მაისი ქუჩაზე  კორპუსის  სადარბაზოს ჩამონგრევა   პირველ სართულზე  ბინის მეპატრონის დავალებით, მუშების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შესრულებულმა  სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი