კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი მოიწვია

31 დეკემბერი 2016, 00:00 1495 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. გიორგი კვირიკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მხარეებმა, სხვადასხვა სფეროში, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. პოროშენკომ კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გაეროში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი