საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო შესაძლოა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი გახდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს. აქცენტი გააკეთეს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელთა გადადგმაც წევრობისთვის მაუწყებლისგან აუცილებელია. წევრობის შემთხვევაში მაუწყებელი მნიშვნელოვან ბენეფიტებს და გამოცდილებას მიიღებს, მიიჩნევენ მრჩევლები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტელევიზიის შენობის შეცვლის საკითხზე და ითქვა,რომ არსებული ობიექტი სატელევიზიო თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბმო და თანამშრომელთათვის საფრთხის შემცველია.