ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დავაკავეთ, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია - შსს

14 აპრილი 2022, 12:47 1795 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

''სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული თ.რ.-ის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული - 1800 აშშ დოლარი და 1700 ლარი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი