ბათუმში მემედ აბაშიძის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ბ. -მ მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ლ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ა.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.