უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს დავით მენაბდიშვილისა და ნიკოლოზ შანავას სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ.
მათი ცხედრები გუშინ ლვოვიდან პოლონეთში გადაასვენეს. მანამდე კი ქართველ სამხედროებს პატივი კიევში, ვოლოდიმირის ტაძარში მიაგეს და პარაკლისი გადაუხადეს. დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა 9 აპრილს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან ახლოს 18 საათიანი უთანასწორო ბრძოლის დროს დაიღუპნენ.
ამავე ბრძოლაში დაიჭრა 5 ქართველი და ისინი ამ დრომდე სამხედრო ჰოსპიტალში რჩებიან.