ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ თარჯიმნებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელფასს არ უხდის, რის გამოც ნაწილმა თანამშრომლობა შეწყვიტა. ისინი ახლა სასამართლოში აპირებენ დავის გაგრძელებას, თუმცა ბრალდებებს კომპანია უარყოფს, მიზეზად სატენდერო სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებს.